ბრაზილიაში COVID-19-ის 1 032 913 შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 54 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსისგან დღიურად 1 200-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ჯამში გარდაცვლილია 49 000 პაციენტი.
ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მეორე ადგილზეა.