“ხალხს უნდა ოპოზიციის თანამშრომლობა, ოპოზიციის ერთიანობა, ოპოზიციის კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი. აქედან გამომდინარე, იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში.”
გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერi
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.