“სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.”
გიორგი გაბუნია – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
ამის შესახებ გაბუნიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქალაქო სასამარტლოში “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაიკითხა.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.