მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ძალაუფლების გამყარება”

“ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და თავისი ძალაუფლება გაიმყაროს. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და არ უნდა დაიკარგოს ხმები. „გადამგდები და მატყუარა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა ივანიშვილის სიტყვის ფასი.

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

უგულავას თქმით, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, მისი პარტია საკონსტიტუცო განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებს.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.

 

 

იტვირთბა....