aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ იქნებიან მაჟორიტარი კანდიდატები ოპოზიციიდან – “ლეიბორისტების” ოფისში ხვალ შეხვედრა იგეგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატები – ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ხვალ, 19 ივნისს გახდება ცნობილი. არსებული ცნობით, ოპოზიციის წარმომადგნლები ხვალ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ  ოპოზიციის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის რამდენიმე კანდიდატია ცნობილი, მათ შორის, გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, ვაკეში – “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე – “თავისუფალი დემოკრატებიდან” შალვა შავგულიძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი.

იტვირთბა....