ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინი ავიარეისებსა და სარკინიგზო მომსახურებას აუქმებს

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, პეკინმა ასობით ავიარეისი გააუქმა და სარკინიგზო მომსახურება შეაჩერა.

ამის შესახებ Financial Express -ი ჩინეთის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ტანახმად, ჩინეთი ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენებს ასრულებდა.

რაც შეეხება სარკინიგზო მომსახურებას, რკინიგზა მოსახლეობას წინაწარ შეძენილი ბილეთების ღირებულებას სრულად აუნაზღაურებს.

გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის ათ რაიონში კარანტინი უკვე დაწესებულია.

 

იტვირთბა....