“ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დაძაბულობის შესამცირებლად. შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ.”
„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშრებით შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარი ანდჯეი ჰალიცკიც, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ოფიციალურ წერილი გამოუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების შესრულებას სთხოვს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გულისხმობს.
შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა უკვა გაათავისუფლება. ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ამჯერად გიორგი რურუას შეწყალებას ითხოვს.