ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შეშფოთებული ვარ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ნაწილი გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ არ შესრულებულა”- ევროპარლამენტარის წერილი ირაკლი შოთაძეს

ევროპარლამენტარი ანდჯეი ჰალიცკი საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ოფიციალურ წერილს უგზავნის, სადაც ის “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშრებით შეშფპთებას გამოთქვამს.

როგორც წერილშია ნთქვამი, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების პირობები სრულად არ შასრულა, ვინაიდან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა დღემდე პატიმრონაში რჩება.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება ხელ შეუწყობს საქართველოს წინსვლას.

“როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმები 8 მარტის შეთანხმებას, რომელშიც მედიატორების როლი ევროკავშირის, ამერიკის, გერმანიისა და ევროკომისიის ელჩებმა შეასრულეს. შეთანხმების მიღწევა ეს იყო მნიშვნელოვანი და აშკარა სიგანილი, რომ პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებაში არსებული არაჯანსაღი პოლარიზაციის შემცირებისკენ ისწრაფვიან.

თუმცა უწინდებურად შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ნაწილი გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ არ შესრულებულა. ეჭვგარეშეა, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება ხელ შეუწყობს საქართველოს წინსვლას – პოლარიზაციის შემცირებასა და ცივილიზებული არჩევნების ჩატარებას”, – წერს ანდჟეი ჰალიცკი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების შესრულებას სთხოვს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გულისხმობს.

შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა უკვა გაათავისუფლება. ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ამჯერად გიორგი რურუას შეწყალებას ითხოვს.

 

იტვირთბა....