ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და ის სასამართლოში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
გიორგი გაბუნია სუს-ში დღეს, 10:00 საათზე იყო დაბარებული.
სუს-ში დაიბარეს “მტავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვრამიაც.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.