“მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას… აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე”
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი
“მთავარი არხი”
ხვალ, 18 ივნისს, 10 საათზე გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს. არსებული ცნობით, უწყება „მთავარი არხის“ ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.