ხვალ, 18 ივნისს, 10 საათზე გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს. არსებული ცნობით, უწყება „მთავარი არხის“ ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა გაბუნია სუსში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარს ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან უახლოეს დღეებში დაიკითხება.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.