“რა გარანტია გვაქვს, რომ ეს არ იყო სპეციალურად ჩაგდებული სპეცოპერაცია, როგორც გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის – თქვენ თუ არ მოიქცევით კარგად რაღაცებთან მიმართებაში, მაშინ ჩვენ ამას სისრულეში მოვიყვანთ და განვახორციელებთ. ჩვენ გვჭირდება მეტი დამაჯერებლობა ხელისუფლების მხრიდან, რა მოხდა რეალურად”
ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.