მთავარი ციტატა

“რა პროვოკაცია? ტერაქტი იგეგმებოდა, სად პროვოკაცია და სად ტერაქტი”

“ხალხო, სად ვცხოვრობთ საერთოდ? ქვეყნის პრეზიდენტი და უმრავლესობის წევრები საურობენ პროვოკაციაზე. ფაქტობრივად, უნდათ, რომ ხელი გაიშვირონ ოპოზიციის მხარეს… რა უნდათ მათ თქვან, რომ გაბუნიას მკვლელობაში ოპოზიცია იყო გარეული?!.. რა პროვოკაცია? ტერაქტი იგეგმებოდა, სად პროვოკაცია და სად ტერაქტი”

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

PALITRANEWS, გადაცემა “360 გრადუსი”

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე შეფასებას არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.
იტვირთბა....