მთავარი ციტატა

“ძალიან გავბრაზდი” – ინგა გრიგოლია პრეზიდენტის განცხადებაზე

“რისი უფლება არ გაქვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, იმის უფლება არ გაქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გააკეთოთ კომენტარი, გააკეთოთ განცხადება, გააპროტესტოთ, როდესაც თქვენი ქვეყნის ცნობილ ჟურნალისტს, თქვენი ქვეყნის მოქალაქეს ემუქრება სხვა ქვეყნის ხელისუფლება, იგივე ჩეჩნეთის ლიდერი. არ გაქვთ ამაზე უფლება, რომ კომენტარი გააკეთოთ? მაშინ რისი უფლება გაქვთ… ძალიან გავბრაზდი”

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი

TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე შეფასებას არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.
იტვირთბა....