“ნაციონალური მოძრაობა გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დიდი შოუს მოსაწყობად ემზადება ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული “პატივცემული” გვამები, ვერანაირად ვერ იქნებიან მიუკერძოებელი და სიმართლის მთქმელი მოწმეები. როგორც ჩანს ნაცმავნებლები, ვერანაირად არ იშლიან პროვოკაციებისა და სკანდალების მოწყობის მათთვის სისხლხორცეულ სტილს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ რადიკალიზმსა და რევოლუციურ მისწრაფებას. აღნიშნული მოთხოვნა უდავოდ შორსაა პოლიტიკურ პროცესებიდან და დღითიდღე დანაშაულებრივ ელფერს იძენს.”
ლევან ნიკოლეიშვილი – ექსპერტი
ამის შესახებ ნიკოლეიშვილი,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითიც გიორგი რურუას საქმეზე მოწმეების სახით ოპოზიციის წევრების დაკითხვას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.