ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ ერთი გავლენიანი კონგრესმენი ითხოვს

აშშ-ში საქართველოს მთავრობისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ ერთი გავლენიანი  ამერიკელი კონგრესმენი უერთდება.

კონგრესმენი, რომელიც დაზვერვის კომიტეტის მუდმივი წევრიცაა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

აქტს, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესონ, უკვე ათზე მეტი კონგრესმენი აწერს ხელს.

ოპოზიციაშიამ ფაქტს ეხმიანებიან და როგორც აცხადებენ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკაში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საფრთხედ განიხილავენ.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესს არ შეეგუებიან.

დოკუმენტი, რომელიც სანქიების დაწესებას ითვალისწინებს, შესაძლოა, მთავრობის მაღალჩინოსნებს აშშ-ში გადაადგულების თავისუფლება შეეზღუდოთ და ასევე ფინანსური სანქციები დაუწესდეთ.

“ეს ამბავი გვაჩვენებს, როგორი განწყობაა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესში. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთავრობამ რეალობა ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ აშშ-ის კონგრესში ჩვენდამი ასეთი განწყობა ჩამოყალბდა<;- აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ  აუცილებელია, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, რათა კრემლის სასარგებლოდ საქმეების გაგრძელება ვეღარ შეძლონ.

 

იტვირთბა....