ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დღეს რაც რუსთავი 2-მა იკადრა ეს არის სამარცხვინო. არაპროფესიონალიზმი კი არა ანტიჰუმანური, სამარცხვინობა ვნახეთ…” – გვარამია

“დღეს რაც რუსთავი 2-მა იკადრა, ამით მინდა დავიწყო. იმიტომ, რომ რუსთავი 2-ს ეხება ეს ყველაფერი და არა მთავარ არხს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეხება. ეს არის სამარცხვინო, კატასტროფა. არაპროფესიონალიზმი კი არა ანტიჰუმანური, სამარცხვინობა ვნახეთ. ჩემი ბრიფინგიდან რაც ვნახე მე თვითონ აზრი ვერ გამოვიტანე, კითხვებზე პასუხის ნაწილი მოჭრეს. ეს იყო სამი წამი. გიორგი გაბუნია ვინ არის ისიც კი არ იყო ნახსენები. ეგ არხი დამთავრდება სამწუხაროდ. რეიტნგულად დამთავრდა დიდიხანია, მაგრამ დამთავრდება ფიზიკური გაგებითაც.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ გვარამიამ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

 

იტვირთბა....