ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ვერ ეუბნებიან, თუმცა, თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.