ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხშირ შემთხვევაში, ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს ან ეფარება რეალობას”- ვოლსი კონგრესმენის განცხადებას ეხმიანება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კარგია, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა კვლევითი კომიტეტის ანგარიშტან დაკავშირებით განმარტება გააკეტა და საზოგადოებამ სიმართლე გაიგო.

ამის შესახებ  გია ვოლსკიმ ამერიკელი კონგრესმენის, დონ ბეიკონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული მოხსენება არ არის ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გარკვეული რყევები გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ამიტომ დამატებითი განცხადების გაკეთება ახლა სასარგებლო იყო.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს ან ეფარება რეალობას.

„კარგია, რომ კონგრესმენმა ეს განცხადება გააკეთა. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება, იგივე, პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრ საკითხებზე არის გადართული და მეორე მხარეს არასწორი, ფეიკინფორმაციის შემოცურება ხდება თუნდაც ისეთ სერიოზულ დოკუმენტში, როგორიც არის ანალიტიკური ცნობა. ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გარკვეული რყევები გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. პოლიტიკოსები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ ფრაზებს იყენებენ, ამ დროს კონგრესმენი გამოდის და ამბობს, რომ საერთოდაც არ იცოდა ამ წინადადების და ფორმულირების წარმომავლობის შესახებ. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მართლაც ხდება, როდესაც ეს ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს ან აჭარბებს ან ზემოდან ეფარება იმ რეალობას, რაც გაგვაჩნია,”- აცხადებს გია ვოლსკი.

კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, რომელმიც რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ერთ-ერთი ხელმომწერია, დღეს განაცხადა, რომ ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

 

 

იტვირთბა....