რესპუბლიკელი კონგრესმენის, დონ ბეიკონის განცხადებით, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარის ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოკავშირეთაა ნახსენები, მას არ დაუწერია.
ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, რომელიც რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ერთ-ერთი ხელმომწერიცაა მედიაჯგუფ „სტარვიზიის“ თოქშოუ „სასაზღვრო ზონაში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შემუშავდა დოკუმენტი, რადგან არ არის მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, კონკრესმენი პასუხობს, რომ დოკუმენტის შედგენაში მათ ტექნიკური ექსპერტები დაეხმარნენ და აღნიშნულ მონაკვეთზე პირადად მას ინფორმაცია არ ჰქონია.
“მე არ დამიწერია ეს ნაწილი. ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ვიტყოდი, რომ ვმუშაობდი ამ დოკუმენტის სტრატეგიულ ნაწილზე. ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იმავეს ვგრძნობ უკრაინის მიმართ.
ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლური გუნდის ნაწილად ვიხილოთ. ჩვენ ვისურვებდით, ვიხილოთ დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნების გუნდი, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენ – მათ გვერდით. ეს საქართველო და უკრაინაა. თუმცა, ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ პუტინსა და რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელებს, არ მსურს რომ დავადანაშაულო რუსები, თუმცა პუტინსა და მის გუნდს ამ ქვეყნებში ჰყავთ მოკავშირეები, რომლებსაც სურთ იმ ღირებულებების ხელყოფა, რომლებისაც ჩვენ გვჯერა“, – აღნიშნა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.