მთავარი ციტატა

“თუ ობიექტური ვითარება მართლა დრამატულია, მაშინ არც საზოგადოებას ექნება კითხვის ნიშნები და არც ოპოზიციას”- ბოკერია

“თუ ობიექტური ვითარება მართლა დრამატულია, რასაც ყველანი დავინახავთ და რაზეც ყველას იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ არც საზოგადოებას ექნება კითხვის ნიშნები და არც ოპოზიციას. ოღონდ ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ დაიწყეს ახლა ამაზე საუბარი. არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი.”

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

 ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

 

იტვირთბა....