მთავარი ციტატა

“ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ვირუსი გარედან შემოტანილი იყო, ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია”

“მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო. ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის.”

ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან კოვიდინფიცირებული 26 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 11 პირი კლინიკის თანამშრომელია.

 

იტვირთბა....