ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს”- სახელმწიფო ინსპექტორი ლუკა სირაძის საქმეზე

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რომ  ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობას.

ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თოლორაია დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბრალდებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კერძოდ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურის მიერ პასუხისგებაში იქნა მიცემული. ამჟამად საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს,”- განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

იტვირთბა....