ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება მოხდა ავტომანქანაში”- ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქმეთა დიდ ნაწილზე არ არის ვიდეოკამერები, რაც დანაშაულის დადგენას უფრო გააადვილებდა.

ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანების შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის.

ამასთან, თოლორაიას ინფორმაციით, არსებულ საქმეებზე მსხვერპლთა 30% აცხდებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება მოხდა ავტომანქანაში.

“სამწუხაროდ, საქმეთა დიდ ნაწილზე ჩვენ არ გვაქვს ვიდეოკამერები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის უტყუარად დადგენა, რეალურად აქ დანაშულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ადმინისტრაციულ შენობებში ყველა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, რომლებიც განთავსებულია ამ შენობებში, ზოგჯერ კამერების ჩანაწერების ხარისხი არის ძალიან დაბალი და შეუძლებელია პირთა და ასევე ქმედებების იდენტიფიცირება. ასევე, ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებზე მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება მოხდა ავტომანქანაში და ავტომანქანის შიდა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, არ არის დამონტაჟებული სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანების შიდა პერიმეტრზე,“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარადგინა.

იტვირთბა....