“ვინაიდან, მთავრობას ჯერ არ დაუდგენია ზუსტი რეგლამენტი თუ როგორ ხდება დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება და ველოდებით, მე მგონია, რომ როცა მიკროფონთან ვსაუბრობთ, შეიძლება ამის მოხსნა და არ დაგვაჯარიმებენ. თუ არ შეიძლება და ვარღვევ, მაშინ ბოდიშს ვიხდი, გადავიხდი ჯარიმას და აგერ ბიუჯეტს შევავსებთ.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე განაცხადა, სადაც 020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილები იხილება.
შეგახსენებთ, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება დღეიდან ამოქმედდა. საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.