ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალია.

აღნიშნული შემთხვევები შიდა ქართლში, სოფელ მეტეხში დაფიქსირდა. აქედან ორი ინფიცირებული პაციენტი არასრულწლოვანია.

შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში გუშინ სულ 25  ნიმუში გააგზავნეს, აქედან ექვსი ინფიცირებული სანიტრის კონტაქტია.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და704-ს შეადგენს.

იტვირთბა....