ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობის და ეპიდემიოლოგიური კვევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინფიცირების დაარჩენ შემთხვევებს, ეზუგბაიას თქმით, ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ერთი საბურთალოს უკავშირდება.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად  არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და704-ს შეადგენს.

იტვირთბა....