“ხელისუფლებაში ატარებენ შიდა კვლევებს, უყურებენ საზოგადოების დამოკიდებულებას და იციან, რომ გარდაუვალი მარცხი ელით. უნდათ, რომ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. იმედია, ამ განზრახვას მართლა არ მიჰყვებიან, რადგან ეს იქნება მართლა სერიოზული გამოწვევა საზოგადოებისთვის. „ქართული ოცნება“ უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით, შემოდგომაზე, ოქტომბერში, როგორც ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციით.”
ოთარ კახიძე – „ევროპული საქართველოს“ წევრი
აღნიშნულით კახიძე ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.