ბეჟან გუნავა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პოლიტიკურ პარტიის – „ქართული არჩევანის“ შექმნას გეგმავს.
გუნავას განცხადებით,, მისი პარტიის დატოვების მიზეზი მართვის ის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების ის ფორმებია, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციაში არსებობს.
„პატრიოტთა ალიანსი“ აცდენილი იყო რეალურ ინტერესებს, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეფუძნებინა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის 90 პროცენტს შეადგენენ ახალგაზრდები და რომლის დასახელება იქნება „ქართული არჩევანი“. ჩვენ შემოვივლით ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, ყველა ოჯახს. დაწყებული მასშტაბური პრობლემებიდან, დამთავრებული რიგითი ოჯახური პრობლემებით, ვიბრძოლებთ ყველა ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყვეტის ფორმები კონსტრუქციული დიალოგი იქნება“,- განაცხადა ბეჟან გუნავამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღი წინ „პატრიოტთა ალიანსი“ ემზარ კვიციანმაც დატოვა.