ირაკლი კობახიძემ საარჩევნო თარიღის შესაძლო შეცვლის საკითხი განმარტა. კობახიძის თქმით, საუბარია მარტივ რამეზე – არსებობს გარკვეული პროგნოზები კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არჩევნების თარიღს დაემთხვეს.
„ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გადაიდება არჩევნები, როგორც ეს მოხდა არაერთ ქვეყანაში – მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში და ის ჩატარდება დეკემბერში, იანვარში, ან უფრო გვიანაც. ეს არის კონსტიტუციური მოცემულობა. თუ ასეთი რამ მოხდა, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ სამედიცინო ინტერესების შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რომელი სცენარის პირობებში რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს , არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.