aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა, რთული იქნება…” – ამირან გამყრელიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრები, რომლებიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.

„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

იტვირთბა....