საქართველოში COVID-19-ით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია.
როგორც რატიანი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისივე თქმით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან.