“მოხარული ვარ, რომ ამ პარკის რეაბილიტაციაში წვლილი ევროკავშირმაც შეიტანა. ნოდარ დუმბაძე იყო ბრძენი ადამიანი, რომლის ინიციატივითაც ეს პარკი შეიქმნა. ეს უნიკალური პროექტია. მერთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ქალაქი უფრო მწვანე გავხადოთ, ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ მისი სილამაზე აჩვენოს. 2015 წელს, ტრაგედიის დროს საქართველოში არ ვიყავი, თუმცა ჩვენ ვნახეთ უპრეცენდენტო სოლიდარობა ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა ნაწილი დღესაც აქ არის.”
კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ჰარცელმა “მზიურის პარკის” ოფიციალურად გახსნის დროს განაცხადა.