“პირბადე ცხვირს და ნიკაპს უნდა ფარავდეს. ეს მოთხოვნა იქნება. ის, რომ ვიღაცას პირბადე ფორმალურად უკეთია, ეს დარღვევად ჩაითვლება. საუბარია იგივე პირბადეზე, რასაც აქამდე ვატარებდით – ის, რაც იყიდება, ან ადამიანები კერავდნენ მას ჩვეულებრივი ქსოვილით. მთავარია იყოს პირბადე, რაღაც განსაკუთრებული მახასიათებელი არ ექნება.”
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.