ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც, სავარაუდოდ “ტვ პირველიდან” ჟურნალისტების წასვლას ეხმაურება.
“2018 წელი იყო, მედია მოიცვა ახალმა ამბავმა, რადიო თავისუფლების გუნდს მენეჯმენტი სათაო ოფისიდან, აიძულებს რუსთავი 2 თან თანამშრომლობასო, ისინი უარს ამბობენ, სტანდარტები არ ემთხვევაო, მაღალი რეპუტაციის ჟურნალისტების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო. მაშინ რუსთავი 2 ში ვმუშაობდი, ვერაფრით ამოვხსენი ამ ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის ამბავი, დრომ მოვლენებს თავის სახელი დაარქვა. რადიო თავისუფლება ახლა ყველაზე კითხვადი გვერდია, ბევრად უფრო საინტერესო კონტენტით და ბევრად უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ძველი ხელმძღვანელი, რომელიც მაშინ ამ სტანდარტების კონფლიქტზე საუბრობდა, კომუნაკაციების მარეგულირებელი კომისიის, აკადემიის ხელმძღვანელად დანიშნეს. არაფერი… უბრალოდ გამახსენდა…”, – წერს მელაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა “ტვ პირველი” დატოვეს.