ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე უბანი ჩაიკეტა – პეკინში ეპიდემიის მეორე ტალღას ელოდებიან

ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის რამდენიმე უბანი ჩაიკეტა და მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ გადაადგილება – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში შეწყდა სატრანსპორტო მომსახურება, კვლავ დაიხურა ბაზართან ახლოს მდებარე სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და ხელოვნების ეროვნული ცენტრი.

სავაჭრო ობიექტში, რომელზეც პეკინში რეალიზებული ბოსტნეულისა და ხორცის 80% მოდის, 45 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მანამდე კი ქალაქში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საბითუმო ბაზარში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. მოქალაქეთა კვლევა ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

იტვირთბა....