ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ძალიან საინტერესოა – კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება მიგვაჩნია”

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდებს, საინტერესოს უწოდებს.

“მე და “ახალი საქართველოს” გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის.

შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....