“მიხეილ სააკაშვილს მაინც და მაინც უნდა, რომ მისი ხელმძღვანელობით მოხდეს ივანიშვილის დამარცხება, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ძალიან კარგად იცის მან, რომ ეს ამ ეტაპზე არის შეუძლებელი. საქართველოში არის 3 ტიპის ამომრჩეველი: ერთი, რომელსაც უნდა ბიძინა ივანიშვილი; მეორე, რომელსაც უნდა მიხეილ სააკაშვილი და მესამე ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც ბიძინა და არც მიშა”
აკაკი ბობოხიძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.