“ყოველთვის ერთი დიდი სიის და დიდი ფრონტის, დიდი მოძრაობის მომხრე ვიყავი. როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შეიძლება და ერთი დიდი ფრონტით შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება. მე მთელი გულით და სულით მხარს დავუჭერდი ამას, რომ ერთი დიდი სია გაკეთდეს”
გუბაზ სანიკიძე, “გამარჯვებული საქართველოს” წევრი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.