“ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია. ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით. ეს ყოველთვის არის ძალიან დამაფიქრებელი, რადგან იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ავად გახდა ვიღაცისგან, ვინც არ ვიცით, რომ ავადაა. სად არის და კიდევ ვის გადასდებს, ანუ, მის ახლოს წრეში ვერ მოვნახეთ ინფიცირების წყარო.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ტრანსპორტის და რესტორნების გახსნის შემდეგ, ინფექციის მატება მოსალოდნელი იყო. “მთავარია, ეს მატება ინტენსიური და მკვეთრი არ იყოს, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს.”