aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია”- ბოკერია ღარიბაშვილზე

“წულუკიანის არ იყოს, ღარიბაშვილი არის სიმბოლო, თუ როგორი არ შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრი, საერთოდ პოლიტიკოსი, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შეიარაღებული ძალები აბარია. ის ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. კაცმა ქვეყნის პრობლემებისა და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო.  მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია. საკუთარი რეპუტაცია მას გონია, რომ არის იგივე, რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგი ბოკერია – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან ირაკლი ღრაიბაშვილის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თავდაცვის მინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს “მინისტრის საათის” ფარგლებში დღეს პარლამენტში მოუსმინეს. სხდომას ოპოზიციის წევრები არ დაესწრნენ. 

 

 

იტვირთბა....