“ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ქართულმა ხალხმა ისედაც კარგად იცის – თემირლან მაჩალიკაშვილი არაა დამნაშავე, ის იყო მსხვერპლი. სახელმწიფო კი ყველანაირად ეცადა, რომ შემდეგში ის როგორმე ტერორისტად გამოეცხადებინა და ამით გაემართლებინათ პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არ არის არც კანონი, არც სამართალი და არც მორალი. ადმაიანი, რომელიც იმსხვერპლეს, უნდათ რომ ტერორისტად გამოაცხადონ და ხელმეორედ მოკლან.”
ნუგზარ წიკლაური – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლი
აღნიშნულით წიკლაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დასკვნას გაოეხმაურა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, მაჩალიკასვილს ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არც მაჩალიკაშვილის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დასტურდება.