თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციას სახელმსიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
“მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ღონისძიებას სუს-ი ატარებს, თუმცა რატომ მიზნით ტარდება სპეცპერაცია, უწყებაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტრას არ აკეთებენ. .
სუს-ი დაკავების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ ადგილზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.