უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unian.net წერს.
ელენა ზელენსკაია თავს კარგად გრძნობს და ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ელენა ზელენსკაიას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია.
ტესტირება ჩაუტარდათ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათ შვილებსაც, ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურდა, კორონავირუსით დაინფიცირებულიყო.