მთავარი ციტატა

“ჩემი ინტერესის ერთადერთი სფეროა, რამდენჯერ გადაუხდის ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას მადლობას, მე ვფიქრობ, 7-ჯერ”

“ეს შეხვედრა არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ჩვენთვის, ვიცით რა თავდაცვის სისტემაში არსებული ღრმა კრიზისის შესახებ. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ და მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება და ამბობენ, რომ 30 მილიონის შეკვეთა ვერ შეასრულა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიმართულებით საფრანგეთის მხარემო. კი მაგრამ, 8 წელი სად იყვნენ, წლის ბოლომდე რამდენია დარჩენილი და რატომ იღებენ ამ 30 მილიონს ბიუჯეტიდან? მოშლილია თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების სისტემა და ეს სისტემა აგებულია კორუფციაზე. ჩემი ინტერესის ერთადერთი სფერო არის, რამდენჯერ გადაუხდის ის ბატონ ბიძინას მადლობას. მე ვფიქრობ, 7-ჯერ. თუ შვიდჯერ ხმამაღლა არ იტყვის, გულში იტყვის 70- ჯერ, ანუ წუთში ერთხელ.”

რომან გოცირიძე –  ფრაქცია” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 

ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან ირაკლი ღრაიბაშვილის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ოპოზიცია აგრძელებს   ბოიკოტს, ვინაიდან არ შეასრულა ხელისუფლებამ შეთანხმება, კვლავ არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და სანამ არ იქნება გამოშვებული გიორგი რურუა, მანამ არ მიირებენ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვაში და მსგავს შეხვედრებში.

ცნობისთვის, თავდაცვის მინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს “მინისტრის საათის” ფარგლებში დღეს პარლამენტში უსმენენ.

 

იტვირთბა....