მთავარი ციტატა

“ქართულ მხარეს მადლობას ვუხდით”- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“ქართულ მხარეს მადლობას ვუხდით ნიგერიიდან სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის გამოყვანისთვის. მათ კონტრაქტი ამოეწურათ, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის ავიამიმოსვლა კი შეწყვეტილია. 7 ივნისს ისინი სპეცრეისით ლაგოსიდან თბილისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს.”

მარია ზახაროვა –  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის რთული პოლიტიკური სიტუაციისა, ჰუმანიტარული თანამშრომლობა მოხერხდა.

იტვირთბა....