მთავარი ციტატა

“სჯობს, ზალკანიანმა სახანძრო რაზმის რეჟიმში მიხედოს უკვე თითქმის დანგრეულ ურთიერთობას საქართველოსა და აშშ-ის შორის”

“ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს, იმის მაგივრად რომ უკრაინის ელჩს იბარებდეს თავის უწყებაში, ჯობია სასწრაფოდ, სახანძრო რაზმის რეჟიმში მიხედოს უკვე თითქმის დანგრეულ ურთიერთობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის.”

გრიგოლ ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი 

აღნიშნულით ვაშაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის არ აპირებს შვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას, შესაბამისად, ის ბრძოლის წინა ხაზზე იდგმება. ამის საპასუხოდ კი, საგარეო საქმეტა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ ამ განცხადების საფუძველზე ქართული მხარე უკრაინის ელჩს დამატებითი განმარტებებისთვის დაიბარებდა.

ამასტან დაკავშირებით, როგორც ელჩმა განაცხადა, “სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი.”

 

 

იტვირთბა....