ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

თსუ-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფორმაციას თსუ-ს ადმინისტრაციაც ადასტურებს და შესაბამის განცხადებასაც ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ,  ინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები დადგენილია და დაავადებათა კონტროლისა  ცენტრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.

ასევე, განცხადების მიხედვით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი.

“აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, თსუ-ს 12 თანამშრომელი თვითიზოლაცაში იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული.

იტვირთბა....