“საქართველოში, ჩემი აზრით, რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განუხორციელებელი და ჩვენ გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა მათი განხორციელება მოხდეს. ჩვენ განვახორციელებთ აუცილებელ დახმარებას ამ მიმართულებით მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, თუ საქართველოს სურს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტირება, ჩვენ ასევე მზად ვართ ამის გასაკეთებლად. როგორც უკვე ვთქვი, ყველა შესაძლებლობა წარმოდგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის, რათა მეტად იყვნენ ჩართულები და ჩვენ მზად ვართ, რომ მეტად ვიყოთ ჩართულები ასევე.”
ოლივერ ვარჰელი – სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი
მისივე თქმით, საუკეთესო გზა საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაა.