“მე მესმის, თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ეს ყველას უყვარს და ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი თავი არ ვაიძულეთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, ინფექცია ისევ გავრცელდება. სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან სუფრებს აწყობენ, დაემართებათ კორონა და მერე იტყვიან რას უყურებდნენო. ახლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენს თავს და პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის – შევეგუებით, ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრებას? – კორონას ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა.”
პაატა იმნაძე – დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.